ტრანსპორტირება

POSH TBILISI ამჟამად ტრანსპორტირებას ახორციელებს მხოლოდ საქართველოს მასშტაბით.

ტრანსპორტირების ხარჯი შესულია პროდუქციის ღირებულებაში.

ტრანსპორტირებას ახორცილებს სატრანსპორტო კომპანია “DHL”-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, კომპანია “ჯორჯიან ექსპრესი”.

ჩვენი მხრიდან, სატრანსპორტო კომპანიისთვის გზავნილის გადაცემა მოხდება შეკვეთის მიღებიდან 1-2 სამუშაო დღის განმაცლობაში, რის შემდეგაც, უკვე კომპანია DHL-ი  განახორცილებს გზავნილის მიტანას 1 სამუშაო დღეში (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პარასკევს 15:00 საათის შემდეგ, ასევე შაბათს და კვირას მიღებული შეკვეთების გამოგზავნა ჩვენგან მოხდება ორშაბათს).

ოფიციალურ დასვენების დღეს მიღებული შეკვეთა გამოიგზავნება მომდევნო შესაძლო სამუშაო დღეს.

გთხოვთ, შეკვეთის განთავსებისას დეტალურად მიუთითოთ თქვენი სრული სახელი და გვარი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფინის ნომერი). თუ ჩვენ მივიღებთ არასრულ ინფორმაციას, დაგიკავშირდებით და საბოლოოდ დადასტურებული ინფორმაციის მიღების შემდეგ, შეკვეთა გადაეცემა სატრანსპორტო კომპანიას.

პროდუქციის დაბრუნების ან გადაცვლის შემთხვევაში, ნივთების ჩვენს მაღაზიაში გამოგზავნის/დაბრუნების საფასური უნდა იქნეს ანაზღაურებული მომხმარებლის მიერ.

გაცვლის პირობების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მაღაზიაში, ნომრებზე: 032 2253315 ; 579253315 ; 591253315 (ყოველდღე, 10:00 – 19:00-მდე), ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე INFO@POSHTBILISI.COM