დაბრუნება და გადაცვლა

POSH TBILISI იძლევა გარანტიას, რომ მოხმარებელს მიეწოდება მსოფლიოში წამყვანი ლუქს ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის ავთენტური პროდუქცია.

 

თუ პროდუქტის მიღებისა და მოსინჯვის შემდეგ, გადაწყვეტთ მის დაბრუნებას ან გადაცვლას, გთხოვთ, არაუგვიანეს 24 საათისა, გვაცნობოთ აღნიშნულის შესახებ – დაგვირეკოთ ჩვენს მაღაზიაში, ტელეფონის ნომრებზე: 032 2253315 ; 579253315, ან მოგვწერეთ მეილზე: [email protected]. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, პროდუქტის დაბრუნება / გადაცვლის შესახებ მოთხოვნა აღარ მიიღება.

 

გთხოვთ, მოსინჯვისას, პროდუქტს არ მოხსნათ ბრენდირებული და დამცავი იარლიყები, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროდუქტის უკან დაბრუნება / გადაცვლა აღარ იქნება შესაძლებელი.

 

დაბრუნებას ან გადაცვლას ექვემდებარება ახალი სეზონის და მაქსიმუმ 50%-მდე ფასდაკლებული პროდუქტი. აქსესუარების სექციიდან შესაძლებელია მხოლოდ ქამრის დაბრუნება / გადაცვლა. სხვა პროდუქცია უკან დაბრუნებას ან გადაცვლას ამ ეტაპზე არ ექვემდებარება. გადაცვლის შემთხვევაში, წინასწარ უნდა მოხდეს გადასაცვლელი პროდუქტის და ზომის შემოწმება ჩვენს მაღაზიაში, ტელეფონის ნომრებზე: 032 2253315 ; 579253315 ; 591253315 .

 

პროდუქტის დაბრუნების შემდეგ, ჩვენი ხარისხის კონტროლის წარმომადგენლის მხრიდან მოხდება მისი შემოწმება და ქვემოთ მოცემული პირობებიდან ყველა პუნქტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოხდება პროდუქტში გადახდილი თანხის ანაზღაურება 3-5 სამუშაო დღის ვადაში.

დაბრუნებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

პროდუქტზე შენარჩუნებული უნდა იყოს დამცავი და ბრენდირებული იარლიყების ადგილმდებარეობა და მთლიანობა.

ფეხსაცმლის ძირი უნდა იყოს თავდაპირველ მდგომარეობაში, ნაკაწრების / ლაქების / მტვერის გარეშე.

შენარჩუნებული უნდა იყოს იგივე შეფუთვა, რაშიც პროდუქტი მიღებისას იყო განთავსებული.

პროდუქტს არ უნდა ჰქონდეს ქსოვილის / ტყავის დაზიანების კვალი.

პროდუქტი არ უნდა იყოს გარეცხილი და გაწმენდილი.

პროდუქტს არ უნდა ჰქონდეს თამბაქოს, ალკოჰოლის ან სუნამოს კვალი / სურნელი.

 

აღნიშნული კრიტერიუმებიდან, თუნდაც ერთის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სამწუხაროდ მოთხოვნა პროდუქტის უკან დაბრუნება / გადაცვლის შესახებ არ მიიღება.

 

გადაცვლის შემთხვევაში, პროდუქტის გადაცვლა უნდა მოხდეს იგივე ღირებულების ან უფრო ძვირადღირებულ პროდუქტში, უფრო ნაკლები ღირებულების პროდუქტის გადაცვლა არ არის შესაძლებელი.

 

შეკვეთის პირველადი ტრანსპორტირების ფასი უკვე შესულია პროდუქტის საფასურში. გადაცვლის ან დაბრუნების შემთხვევაში კი პროდუქტის მაღაზიაში დაბრუნების საფასური, ასევე გადაცვლილი პროდუქტის ისევ უკან მიღების საფასური ანაზღაურებული უნდა იყოს მომხმარებლის მიერ. გარდა ამისა, თუ პროდუქტის დაზიანება მოხდება მომხმარებლის მიერ არასწორად შეფუთვის გამო, აღნიშნული პროდუქტის უკან დაბრუნება / გადაცვლა აღარ იქნება შესაძლებელი და პროდუქტი ისევ დაუბრუნდება მომხმარებელს.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მაღაზიაში, ნომრებზე: 032 2253315 ; 579253315 ; 591253315 (ყოველდღე, 10:00 – 19:00-მდე), ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე [email protected]